სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

11:56 | 20.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "ასეთი ღრმა დაცვის წინააღმდეგ თამაში რთულია"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ლონდონის „ტოტენჰემთან“ (2:3) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მეტოქე თავს ძალიან ღრმად იცავდა და ასეთ დროს გოლის გატანა ძალიან რთულია.

„კარგი მატჩი იყო. ჩვენ იერიშებს სხვადასხვა მიმართულებიდან ვიწყებდით, მაგრამ განსაკუთრებით მარცხენა ფლანგიდან. თუმცა, რთული იყო, რადგან ისინი თავს ძალიან მჭიდროდ იცავდნენ. „ტოტენჰემში“ გამოცდილი ფეხბურთელები არიან და შეტევაშიც ძალიან კარგად თამაშობენ. ძალიან რთულია თამაში, როცა თავს ასე ღრმად იცავენ. გვქონდა საგოლე მომენტები, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ. მათ კეინი, სონი და კულუშევსკი ჰყავთ და ვერ გავუმკლავდით. წაგება არ იყო საჭირო იმის გასაგებად, თუ რამდენად რთულია პრემიერლიგის მოგება, წინ კიდევ ბევრი მატჩია“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, „მანჩესტერ სიტი“ „ლივერპულს“ 6 ქულით უსწრებს, მაგრამ იურგენ კლოპის გუნდს ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. აქვე გეტყვით, რომ „ტოტენჰემმა“ „სიტის“ მიმდინარე სეზონში ორივე მატჩი მოუგო და გვარდიოლას კარიერაში მეოთხედ მოხდა, რომ ერთ სეზონში ერთ გუნდთან ორჯერ დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.112985