სხვა

2:44 | 20.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

სლოვაკეთმა ჰოკეის ბრინჯაო მოიპოვა

სლოვაკეთის ჰოკეის ნაკრებმა, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში, შვედეთს 4-0 მოუგო და ქვეყნის ისტორიაში პირველი ოლიმპიური მედალი მოიპოვა. თავი გამოიჩინა სლოვაკთა თინეიჯერმა სენსაცია იურაი სლაფკოვსკიმ (N20), ვინც მეტოქის კარში ორი გოლი გაიტანა.

ჩეხეთსლოვაკეთის ნაკრებთან ერთად, სლოვაკი ჰოკეის მოთამაშეები არაერთხელ ასულან ოლიმპიურ კვარცხლბეკზე. დამოუკიდებელი სლოვაკეთის ნაკრებმა კი ნახევარფინალში 2010 წელს, ვანკუვერში ითამაშა. მაგრამ ბრინჯაოსთვის შეხვედრა ფინეთთან დათმო.

სლოვაკეთის კარი მშრალად დაიცვა პატრიკ რიბარმა, მეტოქის კარი კი, 17 წლის სლაფკოვსკის გარდა, თითოჯერ აიღეს სამუელ ტაკაჩმა და პავოლ რეგენდამ. ეს ორი გუნდ ჯგუფურ ეტაპზეც შეხვდა ერთმანეთს და მაშინ შვედეთმა, 4-1 მოიგო. შვედთს ოლიმპიური ოქრო 2006 წელს აქვს მოპოვებული, 2014 წელს კი ვერცხლს დასჯერდა.

სლაფკოვსკის ნჰლ-ის დრაფტზე ხუთეულში მოხვედრას უწინასწარმეტყველებენ. თინეიჯერმა მოთამაშემ, ოლიმპიური ტურნირი საუკეთესო მეგოლის სტატუსით დაასრულა - შვიდი გოლ გაიტანა. შვედეთთან შეხვედრაში ანგარიში სწორდ მან გახსნა (მეორე პერიოდის მესამე წუთზე). მეორე გოლი ტაკაჩმა გაიტანა. მესამე პერიოდის მიწურულს, შვედებმა მეკარე მოედნის მოთამაშით შეცვალეს და სლაფკოვსკიმ ამით კარგად ისარგებლა - გოლი ცარიელ კარში გაიტანა. წერტილი კი რეგენდამ დასვა.

0.116298