სხვა

1:34 | 20.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

კლაუდია პეხშტაინის მერვე ოლიმპიადა

სულ რამდენიმე დღე და ლეგენდარული გერმანელი მოციგურავე კლაუდია პეხშტაინი 50 წლის გახდება. ის კი პეკინში იმყოფება, სადაც მერვე ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა. მართალია, ამჯერად მედლის გარეშე დარჩა, მაგრამ მარტო სტარტზე გამოსვლაც კი დიდი მიღწევა იყო.

ოლიმპიადებზე მისი ბოლო გამოსვლა მას სტარტში შედგა. მან მეცხრე ადგილი დაიკავა, რაც მისი ასაკისთვის, რეალური მიღწევაა. თან ერთ-ერთ სპრინტერულ მონკვეთში საუკეთესო დროც კი ჰქონდა. კვარცხლბეკზე ვერ ავიდა, მაგრამ თანაგუნდელებმა ცალკე კვარცხლბეკი მოუწყვეს და მის მიერ მოპოვებული მედლების ასლებით დააჯილდოვეს.

„ოლიმპიადაზე გამოსვლა ყოველთვის საოცნებოა. ზოგი მასზე ერთხელაც ვერ გადის, მე კი რვაჯერ ვიასპარეზე და ცხრა მედალი მოვიპოვე. ეს წარმოუდგეენლია“, - განაცხადა პეხშტაინმა.

ის პირველი ქალი ათლეტია, ვინც ზამთრის ზედიზედ ხუთ ოლიმპიადაზე შეძლო მედლის მოპოვება. თითქოს, მას წასვლის დრო აქვს, მაგრამ ამბობს, რომ მსოფლიო თასზე ასპარეზობა სურს, რომელიც მარტში გაიმართება, მერე კი სეზონს დაასრულებს და მომავალზე ამის შემდეგ იფიქრებს.

პეხშტაინი აღიარებს, რომ ფინალამდე დაღლა იგრძნო და თუ ნახევარფინალში მეშვიდე დრო ჰქონდა, ფინალში მეცხრეს დასჯერდა. საინტერესოა, რომ მისი ბევრი მეტოქე ჯერ დაბადებულიც არ იყო, როდესაც კლაუდიამ პროფესიონლი მოციგურავის კარიერა დაიწყო. ის აღმოსავლეთ გერმანიაშია დაბადებული და ოლიმპიური დებიუტი ალბერვილში, 1992 წელს ჰქონდა.

2009 წელს, ციგურაობის საერთაშორისო ფედერაციამ (ISU), სისხლში წითელი უჯრედების არანორმალურად მაღალი შემცველობის გამო, ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. ამის გამო, ვანკუვერის 2010 წლის ოლიმპიადა გააცდინა. მას დოპინგ ტესტი არასდროს ჩაუგდია. მაგრამ ISU-მ თავისი განაჩენი იმით ახსნა, რომ წითელი უჯრედების მომეტებული დონე, სტიმულატორის გამოყენების ნიშანია.

სოჭის (2014) ოლიმპიადაზე მან 3 000 და 5 000 მეტრზე იასპარეზა და მედლამდე ცოტა დააკლდა. 2017 წელს მსოფლიო თასზე ბოლო გამრჯვება იზეიმა და არის ამ შეჯიბრის ყველაზე ხნიერი გამარჯვებული.

0.160161