კალათბურთი

23:35 | 19.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 14 ქულა მადრიდის "რეალთან" თასის ნახევარფინალში

ესპანეთის თასის ნახევარფინალში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ მადრიდის „რეალთან“ დამარცხდა და ფინალს მიღმა დარჩა. „სამეფო კლუბმა“ მეტოქეს აშკარად აჯობა, ოთხივე პერიოდი მოუგო და გამარჯვება არ გასჭირვებია - 94:74.

შერმადინმა 14:54 წუთში 14 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 5 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 15-ს გაუტოლდა, რაც კანარიელთა რიგებში საუკეთესო შედეგი იყო, ისევე როგორც ქულებით თანაგუნდელებში ყველაზე შედეგიანი გახლდათ.

„ლენოვო ტენერიფე“ თასის გათამაშებას გამოეთიშა და მომდევნო მატჩს 6 მარტს, ლიგა ენდესაში „ობრადოიროსთან“ ჩაატარებს, შერმადინი კი ახლა თბილისში, საქართველოს ნაკრებს შეუერთდება.

0.114645