„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა, ჟურნალისტებს გუნდის ნიდერლანდელი ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის შესახებ გაუზიარა თავისი აზრი.
„დე იონგი ისეთი ფეხბურთელია, რომელიც დიდ ხანს დარჩება „ბარსელონაში.“ ფრენკიმ დიდი ნაბიჯი გადადგა წინ. ახლა ის უფრო დინამიური გახდა და დაცვასაც მეტად ეხმარება.“ - ციტირებს ტვიტერში ჩავის სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
24 წლის დე იონგი „ბარსელონაში“ 2019 წლის ზაფხულში გადავიდა „აიაქსიდან“ 86 მილიონ ევროდ.