ჩოგბურთი

20:51 | 19.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალში დამარცხდა

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილის დოჰას ტურნირზე ტიტულის დასაცავად ერთი ნაბიჯი დააკლდა. 29 წლის ქართველმა, რომელმაც ეს ტურნირი შარშან მოიგო, ამჯერად ფინალში წააგო.

ბასილაშვილი ATP-ს რეიტინგის მე-16 ნომერს და ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ რობერტო ბაუტისტა-აგუტს შეხვდა და ესპანელმა ორ სეტში, 6:3, 6:4 მოიგო. შეხვედრა საათსა და 26 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ნიკოლოზმა თამაში კარგად დაიწყო და პირველ სეტში ბრეიკი გაახერხა, რის შედეგადაც 3:1 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ ზედიზედ 5 გეიმი წააგო და სეტიც დათმო (3:6). ქართველისთვის მეორე სეტსაც იგივე სცენარი ჰქონდა: ზედიზედ 3 გეიმი მოიგო და 3:0 დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მეორე სეტი 4:6 წააგო, შესაბამისად, ფინალში მარცხი განიცადა. ბასილაშვილმა 8 ეისი შეასრულა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო ესპანელს არც ეისი ჰქონია და არც ორმაგი შეცდომა დაუშვია.

შეგახსენებთ, რომ დოჰას ტურნირამდე ბასილაშვილს მოუგებელი სერია ჰქონდა, რომელიც სათავეს გასული წლის ოქტომბრიდან იღებდა. მან კარიერაში მე-6 ტიტული ვერ მოიგო, თუმცა, დოჰას ტურნირის ფინალში ზედიზედ მეორედ გასვლაც დადებითი შედეგია.

0.148307