„მანჩესტერ იუნაიტედს“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე ჰარი მაგუაირი უკაპიტნებს. რალფ რანგნიკმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ კრიშტიანუ რონალდუს გაკაპიტნებაზე მას არც უფიქრია და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სისულელე უწოდა.
„თავიდანვე ვიტყვი, რომ ეს სრული სისულელეა. არასოდეს არავისთან მისაუბრია კაპიტნის შესაძლო შეცვლაზე და ჰარიმ ეს კარგად იცის. ისევე, როგორც იცის რონალდომ და დანარჩენმა ფეხბურთელებმა. ეს არასდროს ყოფილა პრობლემა, მე ვწყვეტ ვინ იქნება კაპიტანი და ამის შესახებ სხვებთან საუბრის საფუძველი არ არსებობს. მაგუაირი ჩვენი კაპიტანია და ასე იქნება სეზონის ბოლომდე. ამ თემაზე სხვა არაფერი მაქვს დასამატებელი“, - თქვა რანგნიკმა.