"პარი სენ ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ლიონელ მესი მსოფლიოში საუკეთესოა და მან დიდი გავლენა მოახდინა ფეხბურთზე.
"მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. მესი ფეხბურთია. თუ ვინმეს გინდათ აუხსნათ ფეხბურთი, უბრალოდ ახსენეთ ლიონელ მესი. არ ვფიქრობ, რომ მადრიდის "რეალთან" ვერგატანილი პენალტი მის თავდაჯერებაზე გავლენას მოახდენს. თუ ვინმე იტყვის, რომ ეს ასე იქნება, მაშინ მან ამ სპორტის სახეობის შესახებ არაფერი იცის. გუნდმა კარგად ითამაშა და ეს შედეგშიც აისახა." - ციტირებს RMC Sport-ი პოჩეტინოს სიტყვებს.
ლიონელ მესი მადრიდის "რეალთან" ჩატარებულ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვერ გაიტანა. კარიერის განმავლობაში არგენტინელმა პირველად ვერ შეძლო პენალტის რეალიზება ესპანური გრანდის წინააღმდეგ.