ჩოგბურთი

20:21 | 18.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალშია
ქართველი ჩოგბურთელი ყატარის ღია პირველობის ფინალში ზედიზედ მეორე გავიდა

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰაში მიმდინარე ყატარის ღია პირველობის ფინალში გასვლა ზედიზედ მეორედ მოახერხა. ქართველმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალში ფრანგი არტურ რინდერკნეში 6:4, 6:2 დაამარცხა.

განვლილ შეხვედრაში ნიკოლოზმა და არტურმა ჩაწოდებაზე კარგად იმუშავეს - ფრანგმა ექვსი, ხოლო ქართველმა ოთხი ეისი შეასრულა და არცერთს დაუშვია ორმაგი შეცდომა. სტაბილური ჩაწოდების მაჩვენებელი ქართველს გამოსწორებული ჰქონდა, რაც წინა მატჩებისგან განსხვავებით პროგრესია. ნიკოლოზმა ოთხი ბრეიკის შესაძლებლობიდან სამი გამოიყენა, ხოლო ფრანგმა ორი შემთხვევიდან მეტოქე ვერ დააბრეიკა.

ფრანგს პირველი სეტში მეორე და მეათე გეიმებში ჰქონდა ბრეიკის შანსი, თუმცა ნიკამ დამაჯერებლად ითამაშა. მეათე გეიმში ბასილაშვილი სეტზე აწვდიდა და არტური 40:30 დაწინაურდა, თუმცა ფრანგი ჯერ ნიკას ძლიერ დარტყმას ვერ გაუმკლავდა და ბადეს მოარტყა ბურთი, შემდეგ კი ბასილაშვილმა ორი ჩაწოდება კარგად შეასრულა და საბოლოოდ სეტი ეისის შესრულებით მოიგო. მეორე სეტში კი რინდერკნეში გატყდა და ზედიზედ ორი გეიმი თავის ჩაწოდებაზე ქულის მოუგებლად წააგო და საბოლოოდ ნიკამ ეს უპირატესობა გამოიყენა.

გასულ წელს ყატარის ღია პირველობის ფინალში ბასილაშვილმა რობერტო ბაუტისტა-აგუტი 7:6, 6:2 დაამარცხა და პირველად გახდა ტურნირის გამარჯვებული. ესპანელი ჩოგბურთელი ნახევარფინალშია გასული და მისი მეტოქე კარენ ხაჩანოვი იქნება.

0.118116