ფეხბურთი

19:39 | 18.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური ნაკრები

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა Fantasy Football-ის მონაცემების მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი ეტაპის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. ყველაზე მეტი წარმომადგენელი "მანჩესტერ სიტის" ჰყავს - ინგლისური გუნდიდან ხუთი მოთამაშე გამოარჩიეს.

უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: ტიბო კურტუა ("რეალი");

მცველები: ჟოაუ კანსელო ("მანჩესტერ სიტი"), მარკინიოსი (პსჟ), ვირჯილ ვან დეიკი, ენდი რობერტსონი (ორივე - "ლივერპული");

ნახევარმცველები: მოჰამედ სალაჰი ("ლივერპული"), რიად მაჰრეზი, ბერნარდუ სილვა, ფილ ფოდენი, რაჰიმ სტერლინგი (ოთხივე - "მანჩესტერ სიტი");

თავდამსხმელი: კილიან მბაპე (პსჟ).

0.122907