ფეხბურთი

19:10 | 18.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: "საგოლე მომენტები უკეთ უნდა გამოვიყენოთ"

ინგლისური „ჰალ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ „ქუინზ პარკ რეინჯერსთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა. როგორც ქართველმა სპეციალისტმა აღნიშნა, მეტოქე ძალიან კარგი და ორგანიზებული გუნდია, თუმცა თამაშს მოუთმენლად ელოდა.

„ბიჭების შრომით ყველა კმაყოფილი ვართ. ვიცით, რომ ეს ძალიან ძნელი ეტაპია და რთული მატჩები გვაქვს. ბიჭები ფანტასტიკურად მუშაობენ და „შეფილდთან“ თავს კარგად იცავდნენ. რამდენიმე საგოლე მომენტებიც გვქონდა. ვმუშაობთ იმაზე, რომ სამი ან ოთხი შანსიდან ერთი მაინც გამოვიყენოთ, რადგან ტოპგუნდებთან მომენტების ადვილად შექმნა შეუძლებელია. ასე, რომ გოლი უნდა გავიტანოთ. ვქმნით 4-5 საგოლე, მართლაც აშკარა მომენტს, უბრალოდ რეალიზაცია უნდა გავაუმჯობესოთ და იმედია, ამას, რაც შეიძლება მალე მოვახერხებთ, უახლოეს შეხვედრებში.

ქპრ? ვერ ვიტყოდი, რომ „შეფილდ იუნაიტედს“ ჰგავს, მაგრამ ძალიან კარგი, ორგანიზებული გუნდია. მათ მოსწონთ ბურთის ფლობა, თუმცა, ვსწავლობთ მეტოქეს და სად შეგვიძლია მათთვის ზიანის მიყენება. მე თვითონ ამ სტადიონზე არასდროს მითამაშია, მაგრამ მოედანი ცოტა პატარაა, თამაშს კი მოუთმენლად ველოდებით“, - თქვა არველაძემ.

შეგახსენებთ, „ჰალ სიტი“ ინგლისის ჩემპიონშიფში 32 ტურის შემდეგ 33 ქულით მეოცე ადგილზეა, „ქუინზ პარკ რეინჯერსთან“ მატჩი კი 19 თებერვალს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.

0.113256