ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე გერმანიის ქალაქ ალტენკირხენის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.
ბოლქვაძე მეოთხედფინალში გერმანელ ნასტასია მარიანა შნუკს გაეჯიბრა, რომელსაც 2 საათსა და 10 წუთში, 3:6, 6:4, 6:4 იმარჯვა. პირველი სეტი მასპინძელმა ადვილად მოიგო, მაგრამ მეორე სეტში მარიამი, რომელიც WTA-ს რეიტინგში 168-ე ადგილზეა, გაცილებით კარგად ათამაშდა და 299-ე ჩოგანი დაამარცხა.
გადამწყვეტ სეტში შნუკმა ანგარიში 2:0 წაიყვანა, თუმცა, ამის შემდეგ ბოლქვაძემ თამაშის სადავეები ხელთ იგდო და სეტი 6:4, შეხვედრა კი 2:1 მოიგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ნახევარფინალში მარიამი ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ ბელგიელს, გრეტი მინენს დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ 24 წლის ქართველი ჩოგბურთელი ტურნირის წყვილთა თანრიგშიც ასპარეზობს, სადაც ნახევარფინალურ შეხვედრას დღეს ჩაატარებს.