მადრიდის „რეალი“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში „დორტმუნდის“ თავდამსხმელის ერლინგ ჰოლანდის შეძენას აპირებს.
Sport-ის ინფორმაციით, მონაკოში ჰოლანდის მამა, მინო რაიოლა და ესპანური გრანდის წარმომადგენლები შეხვდნენ. ამ შეხვედრაზე ფეხბურთელის კონტრაქტი შეთანხმდა. წყაროს თანახმად, შეთანხმება ბლოკავს მოლაპარაკებებს სხვა კლუბებთან.
შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდს „დორტმუნდთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ მასში დევს პუნქტი, რომლის საფუძველზეც დამდეგ ზაფხულს გერმანელებს 75 მილიონ ევროდ ნორვეგიელის გასხვისების ვალდებულება აქვთ.
ერლინგ ჰოლანდი „დორტმუნდის“ ღირსებას 2020 წლის იანვრიდან იცავს და მას შემდეგ „ყვითლების“ რიგებში ჩატარებულ 79 მატჩში 80 გოლი გაიტანა.