„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან ამ ტურნირს ყოველთვის საუკეთესო გუნდები არ იგებენ.
არგენტინელი თავდამსხმელი ფიქრობს, რომ პსჟ-ს ფეხბურთელები ერთმანეთს მოედანზე უნდა დაეხმარონ და შეცდომები არ დაუშვან.
„ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ? დამშვიდდით, ეს რთული ტურნირია და ნებისმიერმა შეცდომამ შეიძლება დაგსაჯოს. ვფიქრობ, კარგი გუნდი გვყავს, რომელიც გამარჯვებას ცდილობს და ვიმედოვნებთ, რომ ამას გავაკეთებთ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგას ყოველთვის საუკეთესო გუნდი არ იგებს. დიდი გუნდები მოედნის ყველა წერტილში ძლიერად უნდა თამაშობდნენ, დაცვაშიც და შეტევაშიც. არ შეიძლება თავდამსხმელები მხოლოდ შეტევით შემოიფარგლონ და მცველები დაცვით. ყველა წერტილში ძლიერები უნდა ვიყოთ და ეს მოგვცეს საშუალებას, რომ უფრო კონკურენტუნარიანები ვიყოთ“, - თქვა მესიმ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში მადრიდის „რეალი“ შინ 1:0 დაამარცხა, საპასუხო მატჩი კი 9 მარტს მადრიდში გაიმართება.