ფეხბურთი

14:00 | 18.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

კვიპროსული მედია: გიორგი ლორია ახალ კონტრაქტს იმსახურებს
ლორია: "მეგობრების წინააღმდეგ ძალიან მოტივირებული ვიყავი"

კვიპროსის ჩემპიონატში ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ სტუმრად ნიქოზიის „აპოელი“ 2:0 დაამარცხა და ამ გამარჯვებაში გიორგი ლორიამ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა.

36 წლის ქართველმა მეკარემ 9 სეივი შეასრულა, კარი მშრალად შეინახა და რამდენიმი ეპიზოდში ბრწყინვალედ ითამაშა. გიორგის თამაშით კვიპროსული მედიაც აღფრთოვანდა და წერენ, რომ ის კონტრაქტის განახლებას იმსახურებს. გიორგის ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება, მაგრამ დიდი შანსია, რომ ფამაგუსტელებმა მასთან თანამშრომლობა განაახლონ.

„აპოელთან“ გამარჯვებაზე კი ლორიამ აღნიშნა, რომ თავისი მეგობრების, გიორგი ქვილითაიას, თორნიკე ოქრიაშვილისა და მურთაზ დაუშვილის წინააღმდეგ ორმაგი მოტივაციით ითამაშა.

„ფანტასტიკური გრძნობაა. „აპოელი“ დიდი გუნდია და მასთან თამაში ყოველთვის რთულია. ჩემთვის ორმაგად სასიამოვნოა, რომ გამარჯვებასთან ერთად გოლიც არ გავუშვით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. ორმაგად მოტივირებული ვიყავი, დამატებითი მოტივაცია მქონდა ჩემი მეგობრების, ქვილითაიას, ოქროს და ბუბას წინააღმდეგ თამაშისთვის. წინ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს „აპოლონთან“, რომელიც ლიდერია. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც სტადიონზე მოვიდნენ და იმათაც, ვინც სხვადასხვა მიზეზების გამო სტადიონზე ვერ მოვიდა“, - თქვა ლორიამ.

შეგახსენებთ, გიორგი ლორია „ანორთოსისის“ ღირსებას 2019 წლიდან იცავს და გუნდის შეუცვლელი წევრია. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 27 თამაში ჩაატარა.

0.125604