თამაშგარე

11:58 | 18.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

მშვენიერი მარია “იუთუბის“ იმედად დარჩა

თქვენს წინაშე წარმოდგენილი ფოტოებიდან მოყელყელავე ლამაზმანი რუსი სპორტული ჟურნალისტი მარია კომანდნაიაა, რომელიც სხვათა შორის სპორტის მთელს რიგ სახეობებში ნამდვილად კარგად ერკვევა და ბევრისგან განსხვავებით, წარმატება და პოპულარობა მხოლოდ გარეგნობით და სითამამით არ მოუხვეჭავს.

თუმცა, როგორც ჩანს ამ მშვენიერი ქალის ცხოვრებაშიც დადგა რთული პერიოდი რასაც უმუშევრობა და გადაცემის დახურვა ეწოდება. როგორც მარია ამბობს, გადაწყვიტა თავისუფალი დრო კარგად გამოიყენოს რაც იმაში გამოიხატა, რომ ადგა და “იუთუბზე“ საკუთარი გვერდი შექმნა, სადაც მოკლე ვიდეოებს დადებს და საზოგადოებას სხვადასხვა სპორტულ ამბავზე საკუთარ აზრს ამ გზით მოახსენებს.

ბარემ იმასაც შეგახსენებთ, რომ 2018 წელს რუსეთში ჩატარებულ საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატზე მარია კომანდნაიას თავისი მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა და სწორედ ის იყო რუსეთში მთელი მსოფლიოდან ჩასული კოლეგა ჟურნალისტების მთავარი მასპინძელი. თუმცა, გამოხდა ხანი და ყველაფერი შეიცვალა.

0.123788