ფეხბურთი

15:03 | 8.10.2014 | ნანახია 2173 - ჯერ

ფერგიუსონს ბექემისთვის 7-ნომრიანი მაისურის მიცემა არ უნდოდა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი როი კინი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს, რომ კლუბიდან ერიკ კანტონას წასვლის შემდეგ, სერ ალექს ფერგიუსონს არ უნდოდა 7-ნომრიანი მაისური დევიდ ბექჰემს სცმოდა.

"იუნაიტედში" 7 ნომერი მნიშვნელოვანი ციფრი გახლდათ. როდესაც კანტონამ კარიერა დაასრულა, გუნდში დებატები მიდიოდა თუ ვის უნდა ჩაებარებინა საპასუხისმგებლო 7-ნომრიანი მაისური. მე ეს მაისური არ მაინტერესებდა, თუმცა ვიღაცას უნდა დაესაკუთრებინა. ერთხელ ფერგიუსონმა თავის ოფისში მიმიწვია და მითხრა, რომ მაისურის მორგება დევიდ ბექჰემს სურდა, მას კი უნდოდა მე ჩამებარებინა აღნიშნული 7-ნომრიანი მაისური, რაზეც მე უარი ვთქვი." - წერს კინი.

წინააღმდეგობის მიუხედავად, ბექჰემს 7-ნომრიანი მაისური 6 სეზონის განმავლობაში ეცვა. ინგლისელის მადრიდის "რეალში" გადასვლის შემდეგ კი მაისური კრიშტიანუ რონალდუმ ჩაიბარა.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:11 | 08.10.2014
kobe bryant24 (4850)

ბექსი მაგარი იყო, მევასებოდა მაგრად

17:24 | 08.10.2014
alejandro (44439)

ბექზი უდაოდ დიდი ფეხბურთელი იყო,მაგრამ რომ არ უნდოდა ფერგის მისი მეშვიდე ნორმობა თავიდანვე,ამაში გასაკვირი არაფერია.
კანტონას რომელიც თიტქმის ღმერთი იყო მანჩესტერში,მისი ნომრის 20-21 წლის ბიჭზე მიცემა ცოტა მკრეხელობაც იყო.
ბექზიმ კი გაამართლდა,მაგრამ მისი აზრიც საკმაოდ ნორმალური იყო.

18:31 | 08.10.2014
Tifoz Di MALDINI (18767)

+ 1 ახალი არაფერი წამიკითხაცს მეც ამ სტატიაში.

19:04 | 08.10.2014
alejandro (44439)

გეფიცები სტატიის მხოლოდ სათაური წავიკითხე და ფაქტიურად სტატია გამიმეორებია D: :

16:24 | 08.10.2014
GOODFORLEJJ (12932)

ჩემი აზრით ძალიან გადაფასებული ფეხბურთელი იყო, overrated ზუსტად გადმოსცემს ჩემს სათქმელს ეს სიტყვა.

16:16 | 08.10.2014
ჯესი (26029)

ბექემი რატო არ ევასებოდა ფერგიუსონს? ))

15:43 | 08.10.2014
ეშლი იანგი (6461)

ბექზი მაგარი კაცია

15:39 | 08.10.2014
misha+5 (211)

არადა ალექსას კვეტენაძისთვის ნდომია მაგ ნომერი რო სჰეენახა
მარა კვეტემ იუარა მანჩესტერში გადასვლაოოო

15:56 | 08.10.2014
BEERTRANCE (97819)

DDDDDDDDDDDDDDD

15:45 | 08.10.2014
tavisufali (829)

კვეტე მაგარი კაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.065833
სარეკლამო ადგილი - 99
X x X