ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედი“ მზადაა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში „აიაქსის“ ბრაზილიელი ფეხბურთელი ანტონი შეიძინოს.
ბრიტანული მედიის ცნობით, „წითელ ეშმაკებს“ 21 წლის სამხრეთამერიკელი მეისონ გრინვუდის იდეალურ შემცვლელად ესახებათ. ინგლისელი შემტევი შეყვარებულზე ძალადობის გამო სკანდალშია გახვეული და გუნდს ჩამოშორებულია.
მოსალოდნელია, რომ „აიაქსი“ ბრაზილიელის სანაცვლოდ საკმაოდ დიდ თანხას მოითხოვს, რადგან გუნდის ერთ-ერთი მთავარი ლიდერია. მიმდინარე სეზონში მან ერედივიზიონში 18 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 2 გოლით და 4 საგოლე გადაცემით გამოირჩა.