ძიუდო

17:00 | 17.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ეთერ ლიპარტელიანი თელ ავივის გრანდ სლემის ფინალში გავიდა (+VIDEO)

თელ ავივის გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანი ფინალშია. ქართველი ძიუდოისტი შესანიშნავად ასპარეზობს და ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო.

ლიპარტელიანმა (57 კგ) იტალიელი მირიამ ბოი იპონით დაამარცხა, მეოთხედფინალში ბრაზილიელ თაიანე ლემოსს აჯობა, ხოლო ნახევარფინალში ფრანგ ფაიზა მოკდარს ვაზარით მოუგო. ფინალში ეთერი კიდევ ერთ ფრანგ მეტოქეს, პრისცილა გნეტოს შეხვდება.

თელ ავივის გრანდ სლემზე დღეს კიდევ ოთხმა ქართველმა იასპარეზა, მაგრამ წარუმატებლად, რადგან ყველამ პირველივე შეხვედრა წააგო. ქალთა შორის მარიამ ჯანაშვილი 52 კგ წონითი კატეგორიაში ასპარეზობას კუბელ მელისა მუნიოს ურტადოსთან მარცხით გამოეთიშა.

60 კგ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძემ ყაზახ ბაურჟან ნარბაიევთან განიცადა მარცხი, ხოლო ამავე წონით კატეგორიაში ირალი კუპატაძე უზბეკ მირზოჰიდ მაჰამადიონოვთან იპონით დამარცხდა. 66 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ნადირაძემ ისრაელის წარმომადგენელ ტალ ფლიკერთან ვერაფერი გააწყო და გრანდ სლემს გამოეთიშა.

აქვე გეტყვით, რომ ფინალური ბლოკი დღეს თბილისის დროით 19:00 საათიდან დაიწყება და ლიპარტელიანიც დაახლოებით ამ დროისთვის იასპარეზებს. 18 თებერვალს კი 4 ქართველი ძიუდოისტი გავა ტატამიზე - ფრიდონ გიგანი, გიორგი ჩიხელიძე (ორივე 73 კგ), ვლადიმერ ახალკაცი და ლევან გუგავა (ორივე 81 კგ).

0.13333