„ლივერპულის“ ნახევარმცველმა, ჯეიმს მილნერმა, მომავალ ზაფხულს შეიძლება კლუბი დატოვოს. 36 წლის ფეხბურთელმა პრემიერლიგის ორი კლუბისგან მიიღო შეთავაზება, რომელთა სახელები არ საჯაროვდება - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.
თავის მხრივ, „ლივერპული“ მილნერთან კონტრაქტის 2023 წლამდე გახანგრძლივების თაობაზე მუშაობს, რადგან კლუბთან მის არსებულ ხელშეკრულებას მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება ვადა.
მილნერი „ლივერპულში“ 2015 წლიდან თამაშობს.