ფეხბურთი

21:03 | 16.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტი" ბრაზილიელი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება

"ატლეტიკო მინეიროს" და ბრაზილიის 18 წლამდელთა ნაკრების კანდიდატმა სავიომ შესაძლოა კარიერა "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელოს. როგორც Daily Mail-ი იუწყება, სამხრეთამერიკელის სანაცვლოდ ინგლისელები მზად არიან 5.4 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს.

კლუბებს შორი მოლაპარაკება უკვე დაწყებულია და ფეხბურთელის დამატებას ასევე ლონდონის "არსენალიც" ცდილობს. სავიო ბრაზილიური კლუბის პირველ გუნდში 2020 წლიდან თამაშობს და უკვე 21 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.113386