ჩოგბურთი

20:11 | 16.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა დოჰას ტურნირი გამარჯვებით დაიწყო
ნიკოლოზმა 2022 წლის სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰაში მიმდინარე ყატარია ღია პირველობა გამარჯვებით დაიწყო. ტურნირის მოქმედმა გამარჯვებულმა მეორე წრეში შვედი ელიას იმერი 6:4, 7:5 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

განვლილ შეხვედრაში ნიკოლოზმა სამი ეისი შეასრულა და ოთხი ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო შვედმა სამ ეისთან ერთად მეტოქეს ქულა ორმაგი შეცდომით ორჯერ "აჩუქა". საბოლოო ჯამში, სულ 165 გათამაშებიდან 86 შემთხვევაში ქართველმა გაიმარჯვა. ბასილაშვილს 14-ჯერ ჰქონდა მეტოქის დაბრეიკების შანსი და ოთხჯერ მოიგო გეიმი, ხოლო იმერმა ნიკოლოზი ექვსი შესაძლებლობიდან ორჯერ დააბრეიკა.

ამრიგად, ქართველმა ჩოგბურთელმა 2022 წლის სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა ზედიზედ ექვსი მარცხის შემდეგ. შემდეგ ეტაპზე ნიკოლოზი მარტონ ფუჩოვიჩს შეხვდება, რომელთანაც ATP-ის ტურნირებზე შვიდი შეხვედრა აქვს ჩატარებული და სამი გამარჯვება მოიპოვა. ჰარდის საფარზე უნგრელმა ქართველი სამიდან ორ მატჩში დაამარცხა.

0.113897