„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელმა ნეიმარმა მარკო ვერატი შეაქო. მადრიდის „რეალთან“ შეხვედრაში იტალიელმა დიდებულად ითამაშა და „სამეფო კლუბის“ ნახევარმცველებს თითქმის არაფრის საშუალება არ მისცა.
მატჩის შემდეგ ნეიმარმა ვერატი ჩავისა და ანდრეს ინიესტას დონეზე დააყენა და თქვა, რომ ის გენიოსია.
„აქამდეც ვიცოდი, რომ ვერატი შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ვერ ვხვდებოდი თუ რამდენად ბრწყინვალე გახლდათ. ის გენიოსია. ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია ვისთანაც მითამაშია, ჩავისთან და ინიესტასთან ერთად“, - თქვა ნეიმარმა.
შეგახსენებთ, "პარი სენ ჟერმენმა" "რეალი" 1:0 დაამარცხა, საპასუხო შეხვედრა კი პარიზში 9 მარტს გაიმართება.