ფეხბურთი

13:54 | 16.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალ-ხელაიფი: "ჩვენ ფეხბურთი პატარა კლუბებისთვისაც გვსურს, "რეალს" - არა"

„პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ განაცხადა, რომ მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა არ აქვს.

ალ-ხელაიფი ევროპული კლუბების ასოციაციის პრეზიდენტი და უეფას მთავარი მხარდამჭერია, ხოლო ფლორენტინო პერესი სუპერლიგის დაფუძნებას ცდილობს და კლუბების ბოსებს შორისაც დაძაბული ურთიერთობა ამიტომაა.

„არ დავმალავ, „რეალთან“ ურთიერთობა თითქმის არ გვაქვს. მე მჯერა ფეხბურთის, რომელიც ხელმისაწვდომია პატარა კლუბებისთვისაც, ისინი ასე არ ფიქრობენ. ჩვენ ვამაყობთ იმით, რაც გავაკეთეთ, მაგრამ ჯერ ვერ მივაღწიეთ დასახულ მიზნებს და ვიცით, რომ ამას დრო დასჭირდება. გვინდა ვაჩვენოთ, რომ დიდი კლუბი ვართ და ჩვენი ფეხბურთელები მზად არიან, რაც შეიძლება მაქსიმუმისთვის იბრძოლონ.

ძალიან, ძალიან კარგი თამაში გვქონდა, თამაშს პირველიდან ბოლო წუთამდე ვაკონტროლებდით, ეს შესანიშნავი მატჩი იყო. ძალიან ვამაყობთ თამაშით, მაგრამ ჯერ მხოლოდ პირველი თამაში დასრულდა. მჯერა, რომ ფეხბურთელები და მწვრთნელი მშვიდად იქნებიან. მეორე მატჩისთვის მზად ვართ“, - თქვა ალ-ხელაიფიმ.

შეგახსენებთ, რომ ნასერ ალ-ხელაიფი ევროპული კლუბების ასოციაციის პრეზიდენტად სუპერლიგის სკანდალის შემდეგ დაინიშნა, მანამდე ამ პოზიციაზე ანდრეა ანიელი მუშაობდა, რომელიც სუპერლიგის ერთ-ერთი მხარდამჭერი და ინიციატორია.

0.119045