საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მონტენეგროს შესაბამის ასაკობრივ ნაკრებთან ამხანაგური თამაში ჩაატარა და გამარჯვება მოიპოვა.
გიორგი ჩიტაურის გუნდმა გიორგი პარკინაშვილის გოლით მოიგო. მან გიორგი რობაქიძის კუთხურის შემდეგ მეტოქის კარი თავური დარტყმით დალაშქრა და როგორც გაირკვა, გამარჯვების გოლი გაიტანა. ეს გუნდები ერთმანეთს 17 თებერვალს კიდევ ერთხელ გაეჯიბრებიან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მანამდე მინსკის თასზე იასპარეზა, სადაც 5 თამაში ჩაატარა, ორი გამარჯვება იზეიმა და სამი მარცხი განიცადა. 17-წლამდელები მარტში გასამართი ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის ემზადებიან.
აქვე გეტყვით, რომ ჩიტაურის გუნდის მეტოქეები ელიტ-რაუნდში ჩეხეთის, შოტლანდიისა და გერმანიის ნაკრებებს შეხვდებიან.