ფეხბურთი

14:47 | 15.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰავერცი: „არ ვარ მეფე“

ლონდონის „ჩელსისა“ და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა, კაი ჰავერცმა, ჟურნალისტებს თავისი მეტსახელის შესახებ ესაუბრა. ბოლო დროს მას ხშირად „მეფე კაის“ უწოდებენ.

„ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ საკუთარ თავს „მეფეს“ არასოდეს დავარქმევდი. ახლობელ-მეგობრები უბრალოდ კაის მეძახიან. „მეფე“ კი ჟურნალისტების მოგონილია.“ - ციტირებს ჰავერცის სიტყვებს Sport1.de.

შეგახსენებთ, რომ ჰავერცმა გასულ შაბათს, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიურ „პალმეირასთან“ გამარჯვების გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით მან ლიონელ მესის რეკორდი გაიმეორა, რომელმაც „ბარსელონას“ შემადგენლობაში, 2011 წელს, ჩემპიონთა ლიგის და საკლუბო მუნდიალის ფინალებში გაიტანა გადამწყვეტი ბურთები.

ჰავერცის გოლით ჩემპიონთა ლიგის შარშანდელ ფინალში „ჩელსიმ“ „მანჩესტერ სიტი“ 1:0 დაამარცხა.

1.302826