მადრიდის „ატლეტიკოს“ ყველაზე რთული და ცუდი პერიოდი აქვს, მას შემდეგ, რაც დიეგო სიმეონე წვრთნის.
ეს რომ ფაქტია, გაშვებული გოლების რაოდენობაც მოწმობს. „როხიბლანკომ“ ლა ლიგის 23 თამაშში 33 გოლი უკვე გაუშვა, რაც ბოლო 10 წელიწადში ყველაზე ცუდი შედეგია. მანამდე 2012-2013 წლების სეზონში მადრიდელებმა მთელ სეზონში 31 გოლი მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ მადრიდულმა კლუბმა ლა ლიგაში მხოლოდ 5-ჯერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა, რაც კრიზისის კიდევ ერთი მაჩვენებელია. არგენტინელი სპეციალისტის გუნდი ყოველთვის გამოირჩეოდა დაცვაში კარგი თამაშით, მაგრამ მიმდინარე სეზონში დაცვა გუნდის ერთ-ერთი სუსტი რგოლია.
ესპანეთის მოქმედი ჩემპიონი ლა ლიგაში 39 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებს „ბარსელონასთან“ ერთად იყოფს და სიმეონეს გუნდის მაქსიმუმი ამჯერად მხოლოდ ოთხეულში მოხვედრა თუ იქნება.