ქუთაისის "ტორპედომ" 12-ნომრიანი მაისური გააუქმა და მას ამიერიდან ვერცერთი ფეხბურთელი გამოიყენებს. იმერულ გუნდში ამ გადაწყვეტილებით ფანები დააფასეს.
"ქუთაისის "ტორპედოს" ხელმძღვანელობამ გულშემატკივართა საპატივსაცემოდ 12 ნომრიანი მაისურის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
"ტორპედო" აფასებდა, აფასებს და მომავალშიც დააფასებს ერთგული ქომაგის გვერდში დგომასა და მხარდაჭერას, რომელიც კლუბის განუყოფელი ნაწილია. წლების განმავლობაში სამაგალითო გულშემატკივრობის ნათელი გამოვლინება, ბევრჯერ დაეხმარა კლუბს, დასახული მიზნების მიღწევაში.
ამ ქმედებით, მადლობას ვუხდით თითოეულ გულშემატკივარს. „ჯუნგლების“ იმ მრავალრიცხოვან ფანკლუბს, რომლიც 1960 წლიდან, ტორპედოს გვერდში დგას! წინ ერთად დიდი გზაა გასავლელი! ერთად ბევრს შევძლებთ! გელოდებით სტადიონზე ჩვენს მეთორმეტე მოთამაშეებს!", - წერს "ტორპედოს" ვებგვერდი.