იტალიურ “მილანში“ საკმაოდ კარგად მობურთალი ესპანელი ბრაჰიმ დიასი ნამდვილად არაა ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომ მისი სახელი ყველას პირზე ეკეროს, თუმცა ამ ბიჭს პოპულარობა მაინც არ აკლია და ეს მის სიჩაუქეზე არანაკლებად, ბრაჰიმისგულისსწორის, ესპანელი მოდელის, მსახიობისა და კარგი ოჯახიშვილის, ანა მენას დამსახურებაა.
თავიდან წყვილი დიდად არ იყო დაინტერესებული მათი ტრფიალება ყველაფერში ცხვირის ჩამყოფ ბულვარულ მედიას რომ გაეგო, მაგრამ ბოლოს დაფარულიც ცხადდება და ჯერ ანა მენამ სოციალურ ქსელებში დაწერა, შემდეგ კი ბრაჰიმ დიასმაც აღიარა, რომ მათ შორის არამხოლოდ პლატონურ სიყვარულს, არამედ კარგა გვარიან გადი-გამოდის რომ ქონდა ადგილი.
ყველაფერ კარგ და ზიმზიმასთან ერთად, ანა მენა ჩვენს მიერ უკვე ხსენებული სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელია და არაფრით ჩამორჩა სხვა ლამაზმანებს არც ნიფხვის შემოძარცვაში და არც სხვა რამეში. ყოველდღიურად ისეთ დიდებულ ფოტოებს დებს, “ისტაგრამში“ მილიონზე მეტი გამომწერი მისთვის ალბათ ცოტაც კია...