პეკინს თამაშები უნგრეთისთვის გამორჩეულია - ქვეყანამ ზამთრის ოლიმპიადებზე, პირველი ინდივიდუალური ოქროს მედალი მოიპოვა. ეს მამაკაცთა შორის მოკლე ტრეკზე, 500 მეტრზე ციგუაობისას მოხდა. შეჯიბრი უნგრელმა ლიუ შაოანმა მოიგო.
ლიუმ 1 000 მეტრზე შერეულ ესტაფეტაში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამჯერად კი სტარტიდანვე დაწინაურდა და საბოლოოდ, რუსი კონსტანტინ ივლიევი დაამარცხა. სხვა კონკურენტებმა ფინალში გასვლა ვერ შეძლეს. ბრინჯაოს მედალს კანადელი სტივენ დუბოა დაეუფლა, ვინც უფრო ადრე, ვერცხლის მედალი 1 500 მეტრზე მოიპოვა.
„სიტყვები არ მყოფნის. როდესაც ხაზი გადავკვეთე, ემოციები არ გამომიხატავს, რადგან დრო მჭირდება იმის გასააზრებლად, რაც მოხდა. ვფიქრობ, როდესაც შინ დავბრუნდები, ჩემი ცხოვრება შეიცვლება. ჩვენ აქ ისტორია დავწერეთ“, - განცხადა ლიუმ.
აღსანიშნავია, რომ უნგრეთმა ზამთრის თამაშებზე, პირველი ოქრო პიონჩანში მოიპოვა, მაგრამ ის იყო გუნდური შეჯიბრი - მოკლე ტრეკზე მამაკაცთა შორის 5 000 მეტრზე ესტაფეტა. და მასში ლიუც მონაწილეობდა.
თავიდან ფავორიტად ჩინელი ოლიმპიური ჩემპიონი, ვუ დაძინი იყო მიჩნეული, მაგრამ ის ასპარეზობას ნახევარფინალში გამოეთიშა. მეოთხედფინალში კი შეჯიბრი კიდევ ერთმა ჩინელმა ფავორიტმა, 1 000 მეტრზე ოლიმპიურმა ჩემპიონმა, რენ ძივეიმ დატოვა.