ფეხბურთი

22:35 | 13.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა: "ბუნებით ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ ჩემპიონობის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს"

„ბარსელონას“ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას ესპანეთის ჩემპიონობის იმედი ისევ აქვს. როგორც „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელმა აღნიშნა, ყველაფერი შესაძლებელია თუ მისი გუნდი თავისი მატჩების მოგებას მოახერხებს.

„ბუნებით ყოველთვის ოპტიმისტი ვარ და ვფიქრობ, ჯერ კიდევ გვაქვს ჩემპიონობის შანსი. ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენი დროც მოვიდოდა. „ესპანიოლთან“, „ვალენსიასთან“ და „ბილბაოსთან“ მატჩები აუცილებელია ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად, შემდეგ კი ჩემპიონობაზე შანსს დაველოდებით. თუ „რეალი“ ქულებს კარგავს და ჩვენ ჩვენს მატჩებს მოვიგებთ, მაშინ ეს შესაძლებელია“, - თქვა ლაპორტამ.

შეგახსენებთ, „ბარსელონა“ ლიდერ „რეალს“ 16 ქულით ჩამორჩება, მაგრამ ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და შეუძლია ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამციროს.

0.118365