მადრიდის „რეალი“ მარსელოს შემცვლელს ეძებს და ესპანური მედიის ცნობით, ლონდონის „ტოტენჰემის“ მარცხენა მცველი სერხიო რეგილონი შესაძლოა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაბრუნდეს.
მადრიდელებმა რეგილონი 2020 წელს „ტოტენჰემში“ 30 მილიონ ევროდ გაყიდეს, მაგრამ კონტრაქტში შეიტანეს პუნქტი, რომელიც მას 40 მილიონ ევროდ უკან გამოსყიდვის შესაძლებლობას მისცემს. სწორედ ამ პუნქტის გამოყენებას აპირებენ ესპანელები.
მიმდინარე სეზონში რეგილონმა ინგლისურ კლუბში 24 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. მის გარდა, „რეალს“ ლონდონის „არსენალის“ განაპირა მცველი კირან ტირნიც დაუკავშირეს.