ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა პოლ სქოულზმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მოთამაშეები გააკრიტიკა. როგორც მან თქვა, ისინი მოედანზე ბოლომდე არ იხარჯებიან.
„ვუყურებ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მატჩებს და ჩემთვის გასაგებია, რომ ფეხბურთელები მოედანზე ამ კლუბისთვის ყველაფერს არ აკეთებენ. მათ შრომა არ სურთ - ეს სიგიჟეა. „საუთჰემპტონთან“ თავი არ შეუწუხებიათ, რომ საუკეთესო ფეხბურთი ეჩვენებინათ.
ისე ჩანს, რომ ბევრი მაგარი ფეხბურთელია, მაგრამ მათ თავიანთი ნიჭი მოედანზე უნდა აჩვენონ. მე რალფ რანგნიკის მხარეს ვარ, რადგან მწვრთნელი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ფეხბურთელები მატჩებისთვის მოამზადოს. თუმცა, მოთამაშეებს ეს ან არ ესმით, ან არ შეუძლიათ, ან უბრალოდ არ უნდათ“, - თქვა სქოულზმა.
შეგახსენებთ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგაში 24 ტურის შემდეგ 40 ქულით მეხუთე ადგილზეა.