ფეხბურთი

16:02 | 13.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილი "ალავესის" წინააღმდეგ "ვალენსიას" ძირითად შემადგენლობაშია

ზედიზედ მესამედ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობაშია. 21 წლის ქართველი მეკარე ლა ლიგის 24-ე ტურში სტუმრად „ალავესის“ წინააღმდეგ ითამაშებს.

ხოსე ბორდალასმა გიორგი წინა ტურში „სოსიედადთან“ და შემდეგ ესპანეთის თასის ნახევარფინალში „ბილბაოსთან“ ათამაშა. ასე რომ, მამარდაშვილი ბოლო 7 დღეში მოედანზე მესამედ გავა.

შეგახსენებთ, ქართველი მეკარის აქტივში მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში 7 და ესპანეთის თასზე 1 მატჩია, კარი მშრალად კი სამჯერ შეინახა. „ალავესი“ – „ვალენსიას“ თამაში თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

0.1122