პრემიერლიგის 25-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „საუთჰემპტონს“ უმასპინძლა და 1:1 დაუზავდა. მანჩესტერელთაგან გოლი ჯეიდონ სანჩომ გაიტანა, „წმინდანთაგან“ კი - ჩე ადამსმა.
კრიშტიანუ რონალდუმ მოედანზე 90 წუთი გაატარა, თუმცა რაიმე ქმედებით არ გამორჩეულა. საინტერესოა, რიმ „იუნაიტედის“ პორტუგალიელ დიდვარსკვლავს ზედიზედ ექვსი მატჩია გოლი აღარ გაუტანია. ბოლოს მან თავი 30 დეკემბერს, „ბარნლისთან“ შეხვედრაში (3:1) გამოიჩინა.