ფეხბურთი

19:50 | 12.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა კანკავამ სლოვაკეთის ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა (+VIDEO)

სლოვაკეთის ჩემპიონატის მეოცე ტურში ბრატისლავის „სლოვანმა“ „სენიცა“ 5:0 გაანადგურა, ერთი გოლი კი ჯაბა კანკავას ანგარიშზეა.

ვლადიმირ ვაისის გუნდში კანკავამ და გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო ჯაბამ გოლი 55-ე წუთზე გაიტანა და იმ დროისთვის ანგარიში 3:0 გახადა. მან საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაარტყა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა. ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა სლოვაკურ გუნდში ჩატარებულ 32-ე მატჩში თავი პირველად გამოიჩინა.

ბრატისლავის „სლოვანს“ 20 თამაშში 49 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილს 7-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. ვლადიმირ ვაისის გუნდი მომდევნო ტურში 19 თებერვალს, „პოჰრონიეს“ ესტუმრება.

0.131747