კალათბურთი

14:34 | 12.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

შაკილ ო'ნილი: "გორილები, როცა მიყურებენ გიჟდებიან, უკვირთ, რომ მე გარეთ ვარ"

ლეგენდარულმა ამერიკელმა კალათბურთელმა შაკილ ო’ნილმა იხუმრა და საკუთარი თავი გორილას შეადარა. როგორც მან აღნიშნა, როცა ზოოპარკში მიდის, გორილები მის დანახვაზე გიჟდებიან.

„მთელი მსოფლიოს გარშემო თითქმის ყველა ზოოპარკში ვარ ნამყოფი და ყოველთვის, როცა გორილას ვუახლოვდები, ისე მიყურებენ, თითქოს მეუბნებიან, „კი, მაგრამ ძმაო, რა მოუვიდა შენს ბეწვს? რას აკეთებ გარეთ, როცა მე აქ ჩაკეტილი ვარ? ყოველთვის, როცა მიყურებენ, გიჟდებიან“, - თქვა შაკიმ Spotify-სთან პოდკასტში.

შეგახსენებთ, შაკილ ო’ნილი NBA-ში „ორლანდი მეჯიქის“, ლოს ანჯელეს „ლეიკერსის“, „მაიამი ჰიტის“, „ფინიქს სანსის“, „კლივლენდ კავალიერსისა“ და „ბოსტონ სელტიქსის“ ღირსებას იცავდა და 4-ჯერ გახდა „ოქროს ბეჭდის“ მფლობელი, სამჯერ კი NBA-ს ფინალების MVP-ის ტიტული ერგო.

0.1157