სხვა

1:58 | 12.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლარა გუტ-ბერამის ოქროს მომენტი

შვეიცარიელმა ლარა გუტ-ბერამიმ, ბოლოს და ბოლოს, მიზანს მიღწია - ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან სუპერ გიგანტის რბოლა მოიგო და აისრულა ოცნება, რომელიც თინეიჯერობიდან დაისახა, როდესაც ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა.

გუტ-ბერამი მსოფლიო თასზე 16 წლის ასაკში გამოჩნდა და მას შემდეგ, შვეიცარიელ ქალ სამთო მოთხილამურეთა უპირველესი ვარსკვლავია. მსოფლიო თასზე ყოველთვის ფავორიტთა შორისაა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონი პირველად შარშან გახდა. ახლა კი, პეკინის ოლიმპიადაზე, უდიდესი ოცნება აისრულა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ოქროც მოვიპოვე. თუმცა მაინც ვიტყვი, რომ ცხოვრება ოქროს მოპოვებაზე არ უნდა ააგო“, - ამბობს 30 წლის მოთხილამურე, ვინც წინა ორ ოლიმპიადაზე, სუპერ გიგანტში მეოთხე ადგილს ვერ ასცდა. ოუინჩანში კვარცხლბეკამდ 0.01 წამი დააკლდა, სოჭში კი - 0.07 წამი.

შვეიცარიელი მოთხილამურის პეკინამდე საუკეთესო ოლიმპიური შედეგი, სოჭში, დაშვებაში მოპოვებული ბრინჯაოს მედალი იყო. ის ფიქრობდა კიდეც, რომ დიდ ტურნირებზე, როგორებიცაა მსოფლიო ჩემპიონატი და ოლიმპიადა, დათარსული იყო. გამარჯვებამდე, პეკინშივე გიგანტურ სლალომში ბრინჯაო მოიპოვა

გუტ-ბერამი შვეიცარიის იტალიურ ენოვან კანტონ ტიჩინოში დაიბადა. მსოფლიო თასზე პირველად 2007 წელს, ავსტრიის ლინცში იასპარეზა, ორი თვის შემდეგ კი, სენტ მორიცში გამართულ დაშვებაში (მისთვის ამ სახეობის პირველი რბოლა იყო მსოფლიო თასზე), პირველად ავიდა კვარცხლბეკზე. მომდევნო დეკემბერში, სენტ მორიცშივე, სუპერ გიგანტში პირველი გამარჯვება მოიპოვა და 17 წლისა, მსოფლიო თასზე სუპერ გიგანტის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა. სულ მას მსოფლიო თასის 34 რბოლა აქვს მოგებული.

0.155803