ურუგვაელმა მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა საბერძნეთის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა. საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, პოიეტმა კონტრაქტი 2023 წლის ბოლომდე გააფორმა და თუ ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავა, ფედერაცია სამხრეთამერიკელს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს.
პოიეტმა სამწვრთნელო კარიერა "სუინდონ თაუნში" დაიწყო და მას შემდეგ "ლიდსში", "ტოტენჰემში", "ბრაიტონში", "სანდერლენდში", აეკ-ში, "ბეტისში" "შანჰაი შენჰუაში", "ორდოსა" და "უნივერსიდად კათოლიკაში". გუსტავომ აღნიშნულ პოსტზე ჯონა ვან`ტ სხიპი ჩაანაცვლა, რომელიც გასულ წლის ნოემბერში, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევზე წარუმატებელი გამოსვლის გამო გაათავისუფლეს.