ფეხბურთი

21:09 | 11.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთში გუნდი შეიცვალა

უნგრულმა „უიპეშტმა“ ქართველი ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

27 წლის თავდამსხმელი, რომლის სატრანსფერო უფლებები „ფეჰერვარს“ ეკუთვნის, „უიპეშტს“ იჯარით შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბერიძეა.

„ვიცი, რომ დიდი ისტორიის მქონე დიდი კლუბია და ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა, თანაგუნდელებს რაც შეიძლება მალე შევუერთდე და წარმატებისთვის მოედანზე მათთან ერთად ვიბრძოლო“, - ციტირებს ბუდუს სიტყვებს კლუბის ვებგვერდი.

„უიპეშტი“ უნგრეთის ჩემპიონატში 19 ტურის თავზე 17 ქულით გასავარდნ ზონაშია და უმაღლეს დივიზიონში დასარჩენად იბრძვის. ბუდუ ზივზივაძე „ფეჰერვარში“ 2020 წლიდან თამაშობდა და 52 თამაშში 14 გოლი გაიტანა. მანამდე მას ასევე უთამაშია „მეზოკოვეშდში“, „ესბიერგში“, „სამტრედიაში“, „დინამო თბილისსა“ და ქუთაისის „ტორპედოში“.

0.141574