ფეხბურთი

16:00 | 11.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" მზადაა კეპა გუნდიდან გაუშვას

“ჩელსის” ესპანელმა მეკარემ, კეპა არისაბალაგამ შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში კლუბი დატოვოს.

ლონდონელთა მესვეურები არ აპირებენ 27 წლის ფეხბურთელის განვითარების შეფერხებას, რომლის ნიჭს გუნდის სამწვრთნელო შტაბი ესპანეთის ნაკრების მეკარეებზე, უნაი სიმონსა და დავიდ დე ხეაზე მეტად აფასებს, იუწყება The Times.

მიმდინარე სეზონში მეკარემ "ჩელსის" შემადგენლობაში 13 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირის გათვალისწინებით, რომელშიც 8 გოლი გაუშვა და ასევე შვიდ მატჩში კარი მშრალად შეინახა. თუმცა, ედუარ მენდისთან კონკურენციაში ესპანელი აშკარა აუტსაიდერია და გუნდი მზადაა მეტი სათამაშო პრაქტიკის მისაღებად გაუშვას.

შეგახსენებთ, კეპა არისაბალაგა „ჩელსიში“ 71 მილიონ ევროდ 2018 წელს გადავიდა.

0.121218