ფეხბურთი

15:23 | 10.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას რეიტინგი: საქართველოს ნაკრები ერთი პოზიციით დაქვეითდა

ფიფამ 2022 წელს პირველი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრები ერთი პოზიციით დაქვეითდა.

ვილი სანიოლის გუნდი 1269 ქულით 86-ე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს იგივე რაოდენობის ქულები აქვს, რაც დეკემბრის რეიტინგში ჰქონდა, მაგრამ აფრიკის თასის გამო სხვა გუნდებმა მოახერხეს ქულების დაგროვება. ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა 85-ე საფეხურიდან 86-ეზე გადაინაცვლა.

...84. უგანდა - 1279

85. უზბეკეთი - 1277

86. საქართველო - 1269

87. ჰაიტი - 1268

88. ზამბია - 1264

მოწინავე ათეულში ერთადერთი ცვლილება მოხდა. ინგლისის ნაკრები მეხუთე პოზიციაზე დაქვეითდა, ხოლო მისი ადგილი არგენტინამ დაიკავა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ინგლისს მიმდინარე წელს არ უთამაშია, არგენტინამ კი კონმებოლში ორი შეხვედრა ჩაატარა.

1. ბელგია - 1828 ქულა

2. ბრაზილია - 1823

3. საფრანგეთი - 1786

4. არგენტინა - 1766

5. ინგლისი - 1755

6. იტალია - 1740

7. ესპანეთი - 1704

8. პორტუგალია - 1660

9. დანია - 1654

10. ნიდერლანდები 1653

აქვე გეტყვით, რომ ფიფას მორიგი რეიტინგი სანაკრებო მატჩების შემდეგ, 31 მარტს გამოქვეყნდება.

0.115566