9 თებერვალს, პრემიერლიგის 24-ე ტურში, „ასტონ ვილამ“ „ლიდსთან“ 3:3 ითამაშა. ბირმინგემელთა ბრაზილიელმა ახალწვეულმა , ფილიპე კოუტინიომ, ერთი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.
ახლა, „ასტონ ვილას“ მაისურით ჩატარებულ სამ მატჩში მას ორი გოლი და ამდენივე შედეგიანი პასი მოუგროვდა. ასეთივე შედეგი ჰქონდა ბრაზილიელს წლევანდელ სეზონში „ბარსელონაში,“ ოღონდ 17 მატჩში...
შეხვედრის შედეგ კოუტინიოზე კომენტარი სტივენ ჯერარდმა გააკეთა:
„ვისაც კოუტინიოს თამაში არ მოსწონს, ფეხბურთს არ უნდა უყუროს. იმიტომ, რომ მისი ბოლოდროინდელი თამაში უბრალოდ არაჩვეულებრვია.“ - ციტირებს ტვიტერში ბირმინგემელთა მთავარი მწვრთნელის სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.