„მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელს, ხოსეპ გვარდიოლას, მიაჩნია, რომ მისი გუნდისთვის ჩემპიონობის აღნიშვნა ჯერ ნაადრევია.
„ლივერპულს“ ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და ამის შემდეგ ვნახოთ როგორი იქნება ქულათა სხვაობა. წინ კიდევ 14 შეხვედრა გველის პრემიერლიგაში, ბევრი მათგანი გაცილებით რთული იქნება ვიდრე დღეს „ბრენტფორდტან.“
თუმცა ამ ეტაპზე 60 ქულის მოგროვება შთამბეჭდავია, ამოცანას კარგად გავართვით თავი.“ - განაცხადა „ბრენტფორდთან“ მოგებული შეხვედრის შემდეგ (2:0) ესპანელმა სპეციალისტმა.
„სიტიმ“ 24 მატჩის შემდეგ 60 ქულა მოაგროვა და კვლავ პრემიერლიგის ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია. უახლოეს მდევარ „ლივერპულს“ კი 22 შეხვედრის შემდეგ 48 ქულა აქვს.
მერსისაიდელები დღეს, 10 თებერვალს, „ლესტერს“ უმასპინძლებენ. მატჩი თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.