ფეხბურთი

22:45 | 9.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

შაქირი კარიერას MLS-ში გააგრძელებს

შვეიცარიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "ლიონის" ყოფილი ფეხბურთელი ჯერდან შაქირი კარიერას აშშ-ს კლუბ "ჩიკაგო ფაირში" გააგრძელებს. როგორც MLS-ის კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა 2025 წლამდე გააფორმა კონტრაქტი და მისი ტრანსფერი სანაცვლოდ ამერიკელებმა 7 მილიონი ევრო გადაიხადეს.

შაქირი "ლიონში" გასული წლის აგვისტოში "ლივერპულიდან" გადავიდა. მიმდინარე სეზონში შვეიცარიელმა 16 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. ეროვნულ ნაკრებში ჯერდანს 100 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.120146