ფეხბურთი

22:25 | 9.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" არაუხოსა და გავის ახალ კონტრაქტზე მუშაობს

"ბარსელონას" ფეხბურთელებმა რონალდ არაუხომ და გავიმ შესაძლოა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივონ. როგორც Sport-ი იუწყება, "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებს აწარმოებს ფეხბურთელების აგენტებთან და მოთამაშეების შენარჩუნება სურთ.

არაუხოს გადაბირებით რამდენიმე ინგლისური კლუბია დაინტერესებული და პირველ რიგში "ბარსელონას" მისთვის უნდა ხელშეკრულების გახანგრძლვება. რონალდმა 2018 წელს კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამჟამად მისი გამოსასყიდი თანხა 200 მილიონი ევროა.

გავის კლუბთან კონტრაქტი ასევე 2023 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული და გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევროა. ესპანური გამოცემა იუწყება, რომ "ბარსელონა" ფეხბურთელს კვირაში 100,000 ევროს შესთავაზებს, ასევე კონტრაქტს 2027 წლის ივლისამდე, ხოლო მისი გამოსასყიდი თანხა 1 მილიონი ევრო იქნება.

თეგებიბარსელონა
0.119343