ფეხბურთი

20:19 | 9.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალვეში ორმატჩიანი დისკვლიფიკაციით დასაჯეს

"ბარსელონას" ბრაზილიელი ფეხბურთელი დანი ალვეში ლა ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. როგორც ესპანური Sport-ი იუწყება, ფეხბურთელი მადრიდის "ატლეტიკოსთან"არასათამაშო ეპიზოდში გააძევეს და ამის გამო დაისაჯა.

ალვეში "ბარსელონაში" ხუთწლიანი პაუზის შემდეგ 2021 წელს დაბრუნდა. ბრაზილიელს თამაშის უფლება იავრიდან ჰქონდა და მას შემდეგ ჩატარებულ ხუთ შეხვედრაში თავი ერთი გოლით გამოიჩინა, რომელიც "ატლეტიკოს" წინა ტურში გაუტანა და ასევე სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ალვეში 13 და 20 თებერვალს "ესპანიოლის" და "ვალენსიას" წინააღმდეგ ვერ იასპარეზებს, ხოლო ევროპა ლიგის განაცხადში ვერმოხვედრის გამო "ნაპოლისთან" გასამართ ორ მატჩსაც გამოტოვებს.

0.116514