ფეხბურთი

18:04 | 9.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხოსე ბორდალასი: "უკვე გადაწყვეტილი მაქვს ვინ იქნება კარში "ბილბაოსთან" მატჩში"

„ვალენსია“ ესპანეთის თასის ნახევარფინალში „ბილბაოს“ დაუპირისპირდება და მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „ღამურების“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა მეკარეების შესახებ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, უკვე გადაწყვეტილი აქვს ვინ ითამაშებს კარში „სან მამესზე“, მაგრამ მისი გასაჯაროვება არ ისურვა.

„ვინ იქნება კარში ახლა ვერ ვიტყვი. გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს, მაგრამ პირველი ამას სწორედ ეს მეკარე გაიგებს, მანამდე ვერ გავასაჯაროვებ. სილესენი? ის უკვე ვარჯიშობს, მაგრამ შესაძლოა ჯერ ბოლომდე მზად არ არის“, - თქვა ბორდალასმა.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსიას" ბოლო მატჩში, რომელიც ლა ლიგაში "სოსიედადთან" გამართა, კარი გიორგი მამარდაშვილმა დაიცვა და გოლიც არ გაუშვა. ესპანეთის თასის ნახევარფინალში ხოსე ბორდალასის გუნდი „ბილბაოს“ 10 თებერვალს ესტუმრება, საპასუხო მატჩი კი „მესტალიაზე“ გაიმართება.

0.119268