კატალონიის „ბარსელონას“ მომდევნო სეზონიდან ახალი სპონსორი ეყოლება მუსიკალური პლატფორმა - Spotify.
ესპანური გუნდი სამი წლის განმავლობაში 280 მილიონ ევროს მიიღებს, სტადიონს კი Camp Nou Spotify დაერქმევა. გარდა ამისა, გარიგება მოიცავს რეკლამას მამაკაცთა და ქალთა გუნდების მაისურებზე და სავარჯიშო მაისურების უკანა მხარეს. ამის შესახებ ესპანური მედია იტყობინება.
Spotify არის მუსიკის სტრიმინგის პლატფორმა, რომელსაც 381 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, აქედან 172 მილიონი ფასიანი მომხმარებელია.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ ხოსეპ ბარტომეუს წარუმატებელი პოლიტიკის შემდეგ ბოლო პერიოდში ფინანსური სირთულეები შეექმნა. კლუბის სპონსორი ამჟამად Rakuten-ია, რომლის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება.