ფეხბურთი

12:04 | 9.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

არველაძე "დერბი ქაუნთისთან მარცხზე: "ბევრს ვმუშაობთ, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ"

ინგლისის ჩემპიონშიფის 31-ე ტურში შოთა არველაძის „ჰალ სიტი“ „დერბი ქაუნთის“ ესტუმრა და 1:3 დამარცხდა. შედეგად, ქართველი სპეციალისტის გუნდმა მიჯრით მეორე მარცხი განიცადა. მატჩის შემდეგ არველაძემ მცირე კომენტარი გააკეთა, რომელიც წაგებით გულდაწყვეტილია.

„მიჭირს იმის ახსნა, თუ რატომ ვიყავით ასე სუსტები იმაში, რაშიც ნამდვილად კარგები ვართ. გუნდური მუშაობა, დუელები, პირველი და მეორე ბურთების მოგება.

კარგად დავიწყეთ, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. პირველი გოლის შემდეგ ჩვენ თითქმის ყველა ბურთი დავკარგეთ. ყოველი მეორე ბურთი, ყოველი ბრძოლა, ყოველი მოხსნა „დერბის“ სასარგებლოდ დასრულდა. მეორე გოლის დროს ბურთი მეკარის წინ ავარდა და ჩვენი სამი მოთამაშე ერთმანეთს უყურებდა და მეტოქეს ხელი არ შეუსალეს. „ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ, ასე ადვილად გოლებს არ უნდა ვუშვებდეთ.

"ფორმაციაში ბევრი არაფერი შეგვიცვლია, უკანა ფლანგზე ხუთეულის გაკეთება ვცადეთ, წინ ორი ნახევარმცველით. მხოლოდ შემტევი მოთამაშეების გამოყვანა შემეძლო, ამიტომ შევინარჩუნე ის ისეთი, როგორც იყო", - თქვა შოთა არველაძემ.

ქართველმა სპეციალისტმა ისიც აღიარა, რომ გასახდელში იყო გულწრფელი დისკუსია, მისმა ფეხბურთელებმა ერთმანეთს კითხვები დაუსვეს, თუ რატომ იყვნენ ისინი „დერბისთან“ მატჩში ასე სუსტები.

შეგახსენებთ, რომ არველაძის ხელმძღვანელობით "ჰალ სიტიმ" 3 შეხვედრა ჩაატარა, სადებიუტო მატჩის მოგების შემდეგ კი ქართველი სპეციალისტის შეგირდები 2-ჯერ დამარცხდნენ. გუშინდელ დაპირისპირებაში კი "ჰალ სიტის" გოლი არ გაუტანია - ავტოგოლი "დერბი ქაუთის" ნახევარმცველმა, კრეიგ ფორსითმა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.112225